სომხეთში, COVID-19- ის 239 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი ინფიცირებული გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედია ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან ვირუსი 46 910 პაციენტთან არის დადასტურებული, მათ შორის 42 369 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,211 გარდაცვლილია. ამათგან 285 ინფიცირებულის სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.