საქართველოში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მთელ საქართველოში 14 სექტემბერს საინიციატივო ჯგუფად წარდგენილი და არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულია ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი, მათ შორის არის ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი.
31 ოქტომბერს, საქართველოში დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს ექვსი კანდიდატი, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ არიან წარდგენილნი.
ექვსი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში საინიციატივო ჯგუფით მონაწილეობა გადაწყვიტა, შემდეგია:
. ბიძინა გეგიძე – მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №2
. ანა დოლიძე – მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №6
. გიორგი ქაჯაია – მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №6
. ირაკლი გუჯაბიძე – მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №7
. ენზელ მკოიანი – მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №18
. დათო სარსანია – მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №26.
საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ენზელ მკოიანი წამოაყენა, ხუთი ადამიანისგან შედგება. ესენი არიან- ევგენია კარაპეტიანი, შორენა თეთვაძე, არაგეხეციკ სანოსიანი, არმინე მინასიანი და როზა ასლანიანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კანდიდატის წამოყენება საარჩევნო საინიციატივო ჯგუფის მიერ დადასტურებული უნდა იყოს მისი მომხრეების არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით, რომლებიც შესაბამის საარჩევნო ოლქში არიან დარეგისტრირებულნი. თუმცა, ამ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი პარლამენტის მოქმედი წევრია, არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელმოწერები არ არის საჭირო.