2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ხელისფულების არჩევნები ჩატარდა. ახალი რეგულაციების თანახმად, პარტიებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა კანდიდატების სიებში ქალების დამატებისა. რა მოხდა ბოლოს.
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში პარტიები იძულებულნი გახდნენ უფრო მეტი ქალი კანდიდატი ჩართონ თავიანთ სიებში. რადგან ახალი რეგულაციების თანახმად, კანდიდატების ყოველი მესამედი საპირისპირო სქესის უნდა ყოფილიყო. ამრიგად, 493 ქალი კანდიდატიდან 223 მონაწილეობდა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჯავახეთის პროპორციული სისტემის მიხედვით, 53 კანდიდატმა, მათ შორის 7 ქალმა, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა მაჟორიტარული სიებით. ხოლო მერობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა, ერთ -ერთი მათგანი ქალი იყო.
არჩევნების წინასწარი შედეგების და ახალი საკრებულოს წინასწარი შემადგენლობის თანახმად, ახალქალაქში იქნება 7 დეპუტატი ქალი (ნანა აღდგომელაძე, ანა ღევენიანი, სედა მელქუმიანი, მარინა თაქთაქიძე, კარინე კაჩოტიანი, თერეზა ჩივჩიანი, ლეილა ავაქიანი), შვიდივე დეპუტატი მმართველი პარტიიდან, თუმცა მაჟორიტარი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან შესულ კანდიდატებს შორის, არც ერთი ქალი არ არის.
ახალქალაქის მერად ასევე აირჩიეს კაცი – მელქონ მაკარიანი, კანდიდატი მმართველი პარტიიდან. არცერთი ქალი კანდიდატი არ იყო დარეგისტრირებული.
რაც შეეხება ნინოწმინდას, აქ სიტუაცია სხვაგვარადაა. მმართველი პარტიიდან, პროპორციული სისტემის მიხედვით, საკრებულოში სავარაუდოდ 5 კანდიდატი ქალი შევა (ნვარდ ღუკიასიანი, ამალია მღდესიანი, ასტღიკ ალვანჯიანი, მარინა ზალალიანი, სედა დარბინიანი). გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიების სიებიდან ნინოწმინდის საკრებულოში 2 ქალი (თაგუი ვარტანიანი, ნარინე გინოსიანი) ჩაერთვება. აღვნიშნავთ, რომ ნინოწმინდის საკრებულოში ბოლო მოწვევის საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო. როგორც ახალქალაქში, ასევე ნინოწმინდაში არ არის, არც ერთი ქალი არჩეული მაჟორიტარული სისტემით.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, ნინოწმინდის მერად ხელახლა აირჩიეს ანივარდ მოსოიანი.
იმ ქალ კანდიდატებს შორის, რომლებიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დეპუტატები გახდებიან, ბევრია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მასწავლებელი და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე.