სომხეთში, დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, – ამის შესახებ NEWS.am -ს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა აცნობა.
საერთო ჯამში, 11 სექტემბრის დილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 45 505 შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად 2880 ადამიანი მკურნალობს (მათი რაოდენობა დღეში 28-ით შემცირდა). 41,434 ადამიანი გამოჯანმრთელდა (უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 201), 909 პაციენტი გარდაიცვალა (უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 3).
ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული კიდევ 1 მოქალაქე გარდაიცვალა სხვა დაავადების გამო. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 280-ია. ამრიგად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1189-ს მიაღწია.