გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ორი კოვიდინფიცრებული სხვა დაავადებით დაიღუპა.
საერთო ჯამში, 26 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 49 072 შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა 948 ადამიანი.