29 ქვეყნის დიასპორიდან 670 სომეხი ეროვნების სტუდენტი, რომელთაგან დაახლოებით 200 საქართველოს მოქალაქეა, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2020-2021 სასწავლო წელს სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისათვის განცხადებით მიმართეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები სომხეთში 14 დღიანი თვითიზოლირების გარეშე გადავლენ.
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აბიტურიენტთა ნაწილი სომხეთის უნივერსიტეტებში ბაკალავრიატზე სწავლისათვის დიასპორის აბიტურიენტებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო ადგილების კონკურსში, სომხური მეცნიერების, პედაგოგიკის და ხელოვნების სხვადასხვა სახის სპეციალობებს ღებულობს, რაც დიასპორისათვის პრიორიტეტულია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და დიასპორის სომხებისათვის, სომხეთის რესპუბლიკაში 2020-2021 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოკუმენტების მიღებაში შეტანილია ცვლილებები (სწავლის ფასიანი სისტემა). კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბაკალავრიატზე ფასიანი სწავლისა და უჩვეულო ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრა- 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დიასპორის სტუდენტების გადასვლის ნებართვა
კომენდატურასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს მოქალაქეების მქონე ეთნიკური სომხებისთვის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 14 დღიანი თვითიზოლირების გარეშე გადასვლის თაობაზე შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა.
საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება ზემოაღნიშნული მოქალაქეების საზღვარზე დაბრკოლების გარეშე გადასვლის თაობაზე. ამისათვის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის ნება დაერთოთ, გადასვლის დეტალებისა და გამშვები პუნქტის გადაკვეთის ვადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებას უნდა მიმართონ.
ერთიანი გამოცდები
ანალოგიური სამუშაო 1 ივლისიდან ათი დღის განმავლობაში ჩატარებული იყო დიასპორიდან 84 სომეხი ეროვნების აბიტურიენტის გასვლის უზრუნველყოფაზე 2020-2021 სასწავლო წელს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცდებზე მონაწილეობის მიღების მიზნით. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისათვის დიასპორიდან 84 სომეხი ეროვნების აბიტურიენტმა შეიტანა ონლაინ-განაცხადი (საქართველო-69, რუსეთის ფედერაცია-14, აშშ-1) და სომხეთის რესპუბლიკის 11 მოქალაქემ, რომლებიც სომხეთის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან.
კომენდატურის ნებართვით, ზემოაღნიშნული განმცხადებლები 2020 წლის 25 ივლისიდან დაბრკოლების გარეშე გადავიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ივლისის პირველ დეკადაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობისთვის. საბოლოოდ საქართველოს 17 მოქალაქე, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღეს მონაწილეობა, სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა.