დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები 174-ით გაიზარდა და 45326 შეადგინა.
ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, 10 სექტემბრის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში, კორონავირუსზე 2908 ადამიანი მკურნალობს (ერთ დღე-ღამეში მათი რიცხვი 37-ით შემცირდა). გამოჯანმრთელდა 41233 ადამიანი (210 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში), გარდაიცვალა 906 პაციენტი ( 1 ბოლო დღე-ღამეში).
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთელი ამ დროის განმავლობაში, სხვა დაავადებებისგან ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული 279 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1185-ს მიაღწია.