სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 97 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 050 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 226 285 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 542 ადამიანი გარდაიცვალა. 1 106-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.