გუშინ, 9 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა, მათ სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად ყურადღების მიქცევა სურთ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის მოსახლეობას მრავალი საკითხი აღელვებს, რომლებიც მათ ცხოვრებას ართულებს.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, მათ გზა გადაკეტეს, რათა ხელისუფლებამ არასწორად გადანაწილებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრობლემებს მიაქციოს ყურადღება: ზოგიერთს რამდენიმე ჰექტარი მიწა აქვს, ზოგიერთს კი საერთოდ არაფერი.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები პრაქტიკულად ნაწილობრივ გამოიყენება ხალხის მიერ, რომლებიც საკუთრების საბუთებს არ ფლობენ. საძოვრების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა”,- ამბობს სოფელ დიდ ხანჩალის მცხოვრები.
მოსახლეობამ ასევე სოფლის გზის ასფალტირების, წყლის უკმარისობის და საგზაო მაჩვენებლების საკითხი წამოაყენა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წყალგაყვანილობის საკითხი, რომელიც ზაფხულის პერიოდში უფრო პრობლემურია, ასევე სოფლის შიდა გზები, რომლებიც წვიმის დროს პრაქტიკულად გაუვალ მდგომარეობაშია.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ისედაც რთული სოციალური ვითარება კორონა ვირუსის პანდემიამ უფრო გააუარესა. მოსახლეობა საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ მიდის და არ იციან რით დაკავდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი სუმბატ კიურეგიანი, რომელმაც მოსახლეობას მიწების გადანაწილების ნორმა აუხსნა, ასევე დაპირდა ამ კვირის განმავლობაში დანარჩენ კითხვებს უპასუხოს.