საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს 9 პარტია და საინიციატივო ჯგუფი.
პარტიები, რომლებიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ხმებისათვის იბრძოლებენ, არიან:
1 – პარტია “მესამე ძალა”
2 – პარტია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”
5 – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
6 – პარტია “ევროპელი დემოკრატები”
8 – პარტია “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
10 – პარტია “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს დემოკრატიული პარტია”
25 – პარტია “გახარია საქართველოსთვის”
37 – პარტია “თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)
41 – პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
ნინოწმინდაში საინიციატივო ჯგუფმა თავისი კანდიდატი დაასახელა. სურენ მოსოიანი მერობის კანდიდატად დასახელდა კარენ ტარზიანის, ატრიუშ ვარდანიანის, ვაგარშაკ ხანოიანის, იურიკ ჰარუთიუნიანის, რაფიკ ტიტირიანის მხრიდან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – №40 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 36 720 ამომრჩეველი, ნინოწმინდაში – №41 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 20 283 ამომრჩეველი.