ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში, რამდენიმე მოქალაქის გამოძახებით, საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მუშაობენ. ჩვენი ინფორმაციით ისინი გამოიძახეს რადგან, გამოყენებული ბუნებრივი აირი მრიცხველში არასწორი მაჩვენებლის რეგისტრაციით ისახება. ზოგიერთი მცხოვრები თვლის, რომ მათ მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირი და მრიცხველების მიერ დარეგისტრირებული მაჩვენებლები- ერთმანეთს არ ემთხვევა.
დღეს, 9 სექტემბერს, JNEWS-მა მიიღო ინფორმაცია, რომ სოფელ დილისკაში საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია მუშაობს, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების თხოვნით ჩამოვიდა. გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ს კონტროლიორმა მრიცხველის მაჩვენებელი არასწორად გამოთვალა, ასევე იქ იმყოფება ინსპექცია, რადგან სოფელ დილისკაში ამის გამო დაპირისპირება მოხდა.
JNEWS-ი იყო სოფელ დილისკაში- იქ სოფლის უფლებამოსილი პირის კაბინეტში ნამდვილად მუშაობდა გენერალური ინსპექცია, თუმცა მათ ვიზიტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
JNEWS-ის სტუმრობის დროს დილისკაში არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა, მშვიდი ვითარება იყო.
მომხდარის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა, რადგან სოფლის მოსახლეობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.