ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის დასაწყისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით, 108 ტენდერი ჯამში 17 653 964 ლარის ოდენობით გამოაცხადა .
ტენდერები, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის დასაწყისიდან 3 სექტემბრამდე გამოაცხადა, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ეხება ისევე, როგორც “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის სამუშაოებსა და ტელეკომუნიკაციური მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებებს და სხვა.
ყველა სამუშაო და შესყიდვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, tenders.procurement.gov.ge.-ზე ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 108 ტენდერიდან 18 სხვადასხვა მიზეზით ვერ შედგა- ძირითადად, ტენდერის დოკუმენტაციის მოთხოვნების შეუსაბამობის ან მონაწილეთა არარსებობის გამოა ჩავარდნილი. ვერ შემდგარი ტენდერების საერთო თანხა ამჟამად 1 738 644 ლარს შეადგენს. თუმცა, ზოგიერთი ვერ შემდგარი ტენდერი განმეორებით გამოცხადდა და შემდეგ შედგა. ზოგიერთი ტენდერი ამ ბოლოს გამოცხადდა და პროცესში იმყოფება, ხოლო ზოგიერთი ვერ შემდგარი ტენდერი ხელმეორედ ჯერ არ გამოცხადებულა.
მუნიციპალიტეტში 18 ვერ შემდგარი ტენდერიდან შედარებით დიდი პროექტები შემდეგია:
. ბავრა-კარტიკამის გზის ასფალტირების ტენდერი, 434 630 ლარით, ორჯერ ვერ შედგა, რის შემდეგაც მე-3 ჯერ გამოცხადდა და კომპანია “არალმა” ის 400 000 ლარით მოიგო.
. თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილის კაპიტალური რემონტისა და მთელ ქალაქში ორმოების შეკეთების ტენდერი კონკურსში მონაწილეთა არარსებობის გამო ვერ შედგა. თუმცა, ამჟამად ტენდერი 97`920 ლარით ხელმეორედ გამოცხადდა.
. სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერი 1`033`736 ლარით ვერ შედგა, თუმცა ის ხელმეორედ ჯერ არ გამოცხადებულა.
. უსახლკარო ძაღლების დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი 2-ჯერ ვერ შედგა, მე-3 ჯერ ტენდერი 16`881 ლარით ფიზიკურმა პირმა ოზურგეთიდან, ლერი ჩხარტიშვილმა მოიგო.
. სოფელ კარტიკამში საბავშვო მოედნის კეთილმოწყობის ტენდერი 16`936 ლარით ვერ შედგა და ჯერჯერობით ხელმეორედ არ გამოცხადებულა.
3 სექტემბრის მონაცემებით 2 907 529 ლარის საერთო თანხით 8 ტენდერია გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ გასული 2019 წლის ტენდერების საერთო თანხამ 11 479 781 ლარი შეადგენდა, მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულებებია.
სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საქართველოში 2010 წელს დაინერგა.