2020 წელს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი 5 საჯარო სკოლას, 11 707 525 ლარით გაარემონტებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გარემონტდება 2 სკოლა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რემონტდება შემდეგი სკოლები:
1. სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლა, რემონტზე გამოყოფილია 1 907 730 ლარი. ტენდერი გამოცხადდა 12 აგვისტოს, განაცხადის მიღების ვადა 18 სექტემბერს იწურება.
2. სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლა, სარემონტო სამუშაოებზე გამოიყო 2 238 973 ლარი. ტენდერი გამოცხადდა 30 ივლისს, განაცხადის მიღების ვადა იწურება დღეს. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე tenders.procurement.gov.ge უკვე მითითებულია გამარჯვებული კომპანია – “ჯგუფი ამხანაგობა არფი”, რომელმაც კონკურსი 2 013 120 ლარით მოიგო. მიმდინარეობს დოკუმენტების მომზადების პროცესი.
3. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის №3 საჯარო სკოლა, რომლის გარემონტების თანხა 2 775 884 ლარს შეადგენს, ტენდერი გამოცხადებულია 21 აგვისტოს, განაცხადის მიღების ვადა 29 სექტემბერს იწურება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რემონტდება შემდეგი სკოლები:
1. სოფელ ყაურმის საჯარო სკოლა, რომელზეც გამოყოფილია 1 697 000 ლარი. ტენდერი გამოცხადდა 12 აგვისტოს, განაცხადის მიღების ვადა 16 სექტემბერს იწურება.
2. ქალაქ ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლა, რომლის გარემონტების თანხა 3 093 938 ლარს შეადგენს. ტენდერი გამოცხადდა 11 აგვისტოს, განაცხადის მიღების ვადა 14 სექტემბერს იწურება.