მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მას იმ ბილბორდის განთავსებაში უშლიან ხელს, რომელზეც ნებართვა ახალქალაქის მერიიდან 4 წლის წინ მიიღო. თუმცა, არც მერიის თანამშრომლებს და, არც პოლიციას ბილბორდის დაკიდებაში მისთვის ხელი არ შეუშალიათ.

დღეს JNEWS-მა მიიღო შეტყობინება, რომ მერიის თანამშრომლები, თითქოს და, ბილბორდების ჩამოკიდებაში უშლიან ხელს. აღმოჩნდა, რომ ახალქალაქის ციხე-ნაქალაქევთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატს, ენზელ მკოიანს ეკუთვნის, ბილბორდს ამონტაჟებენ.

ახლოში მერიის თანამშრომლებიც იდგნენ, რომლებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. თუმცა, საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის მერიის თანამშრომლები პოლიციას ელოდებოდნენ, რადგან ბილბორდის ჩამოკიდებას უკანონო ქმედებად მიიჩნევდნენ.

ენზელ მკოიანმა, რომელმაც კომენტარი JNEWS-თან საუბარში გააკეთა, თქვა, რომ აღნიშნული ბილბორდი, რომელზეც მისი პლაკატი იქნება მოთავსებული, დიდი ხანია მერიის თანხმობით არის დამონტაჟებული.

“ყველამ იცის, რომ ეს ბანერი კანონის ფარგლებშია გაკეთებული. ჩვენს ბუღალტერს მისი გაქირავება უნდოდა. ერთ წელს მას დიდი თურქული სატვირთო მანქანა დაეჯახა. მძღოლს ფული არ ჰქონდა, და მარტუნმა (დეპუტატის ძმა- რედ.) ის სახლში გაუშვა და ბანერი ბაზაზე წაიღო. ახლა კი ჩვენს მიწაზე, ჩვენს საკუთრებას თავიდან აღვადგენთ. ჩვენი მილია. პოლიცია მოვიდა და გვეუბნება “არ დააყენოთო”. გთხოვთ, მიდით ადგილზე, და გაარკვიეთ. ბანერი 4 წლის წინ არის აშენებული, კანონით და დოკუმენტებით. რატომ უნდათ მოვხსნა? ჩვენთან დემოკრატიაა. რატომ ეშინიათ? ყველაფერი თავისუფლად და ნორმალურად გაკეთდეს. თითქოს საკუთარი სახლის სახურავის აღდგენაში გიშლიდნენ ხელს. პოლიცია მერიასთან ერთად მოვიდა, გვეუბნებიან “არ ჩამოკიდოთ და მორჩა, ნებართვა არ არის”. ვეუბნები, ნებართვა არის, 2016 წლიდან არის თქვენთან, ამბობენ “ჩვენ არ გვაქვს”. სიცრუეა, გესმით?”,- სატელეფონო საუბარში თქვა ენზელ მკოიანმა.

JNEWS-ის ჟურნალისტები ადგილზე ხელმეორედ მივიდნენ. ცნობილი გახდა, რომ პოლიცია იყო, თუმცა დაინტერესდა, არის თუ არა კონფლიქტი და მალევე წავიდა. ასევე მერიის თანამშრომლებიც წავიდნენ.

znak

“ჩვენ ფარს ვაკეთებდით, გვეკითხებიან, “არის თუ არა ნებართვა?”. 2016 წელს არჩევნების დროს ფარი იყო. თუ არქივში ნახავთ, იქ ფიქსირდება, რომ ფარი იყო, ნებართვაც იყო და სხვა დანარჩენიც. პოლიცია მოვიდა აქ, თქვეს, რომ მათ უთხრეს გაარკვიონ, არის თუ არა ნებართვა. ჩვენ ვუთხარით, რომ არის, და ხვალ მერიას უნდა ვაჩვენოთ. ბანერი სახიფათოდ ჩამოეკიდა. ის რომ დღეს ხდება მისი შეკეთება- სრული დამთხვევაა. ფარი 2016 წლიდან არის, აქამდე არავინ არაფერს ამბობდა”,- კომენტარი გააკეთა ედუარდ ირიციანმა, რომელიც ფარის დამონტაჟების დროს ადგილზე იმყოფებოდა.

თუ აქვს ამ ადგილას ფარს კანონიერი საფუძველი, ჩამოიხსნება თუ დარჩება არჩევნებამდე და მათ შემდეგ- ამ შეკითხვებზე პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს შევიტყვეთ, რომ ენზელ მკოიანი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად წარსდგება.