საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის კიდევ შვიდი პარტია დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკო-ს ვებ-გვერდის მასალებში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დანიშნული.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 29 ივლისის საღამოსათვის, რეგისტრაცია კიდევ შვიდმა პარტიამ გაიარა: “პროგრესი და თავისუფლება”, “მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო”, “საქართველოს კონსერვატიული პარტია”, “ეროვნული მოძრაობა- ქრისტიან-დემოკრატები”, “თავისუფალი საქართველოს მოძრაობა”, “ქართული ფესვები” და “სოციალ-დემოკრატები”.
ცესკო არასაპარლამენტო პარტიებისგან განაცხადებს 15 ივლისამდე ღებულობდა. რეგისტრაციისათვის განაცხადი 68 პარტიამ შეავსო. დღესდღეობით რეგისტრაცია 33-მა პარტიამ გაიარა, ხოლო 11-მა უარი მიიღო.
საპარლამენტო პარტიებისათვის განაცხადის შევსების ვადა არჩევნებამდე 57 დღეში, სექტემბრის დასაწყისამდე იწურება.
არჩევნების სუბიექტების საბოლოო სია კენჭისყრამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.
ამ დრომდე პარტიები, რომლებმაც უკანასკნელ არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ მოახერხეს, ცესკო-ს ხუთი ათასი მომხრეს ხელმოწერა უნდა წარუდგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.
ამჟამად დარეგისტრირებული პარტიები:
“სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა – უფალია ჩვენი სიმართლე” – ლიდერი მიხეილ სალუაშვილი;
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისათვის” – ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
პარტია “საქართველო” – ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
“საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია” – ლიდერი ჯონდო ჯავახიშვილი;
“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” – ლიდერი იაგო ხვიჩია;
“საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ლიდერი გია ბერძენიძე;
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა;
“ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – ლიდერი ნიკოლოზ ჯაგლიძე;
“ევროპული დემოკრატები” – ლიდერი პაატა დავითაია;
“თავისუფალი საქართველოს მოძრაობა” – ლიდერი ხათუნა ქოიავა;
“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო” – ლიდერი გიორგი ვაშაძე;
“ლელო საქართველოსთვის” – ლიდერი მამუკა ხაზარაძე;
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – ლიდერი ნინო ბურჯანაძე;
“თავისუფლება –ზვიად გამსახურდიას გზა” – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე;
“სახელმწიფო ერისათვის” – ლიდერი ნიკა მაჭუტაძე;
“თავისუფალი დემოკრატები” – ლიდერი შალვა შავგულიძე;
“ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – ლიდერი ბაჩუკი ქარდავა;
“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
“თავისუფალი საქართველო” – ლიდერი კახა კუკავა;
“ქრისტიან-კონსერვატული პარტია” – ლიდერი შოთა მალაშხია;
“გამარჯვებული საქართველო” – ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
“ქართველ ნაციონალთა ერთობა” – ლიდერი გაიოზ მამალაძე;
“ქართული დასი” – ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
“მწვანეთა პარტია” – ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე;
“კანონი და სამართლიანობა” – ლიდერი თამარა ჩარკვიანი;
“რეფორმატორები” – ლიდერი დავით მიროტაძე;
“პროგრესი და თავისუფლება” – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
“მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო” – ლიდერი გრიგოლ სოხაძე;
“კონსერვატიული პარტია (საქართველოს მონარქიული პარტია” – ლიდერი ირაკლი კობრავა;
“ეროვნული მოძრაობა – ქრისტიან-დემოკრატები” – ლიდერი ანა რეხვიაშვილი;
“მოძრაობა თავისუფალი საქართველო” – ლიდერი ხათუნა კოიავა;
“ქართული ფესვები” – ლიდერი თენგიზ ოქროპილაშვილი;
“სოციალ-დემოკრატები – საქართველოს განვითარებისათვის ” – ლიდერი გია ჟორჟოლიანი.