“პოლიტიკა ქალის საქმე როდია”,- ასე, განურჩევლად სქესისა, ფიქრობს ჯავახეთის ბევრი მცხოვრები. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა ამ აზრს დავთანხმებოდით, მაგრა დრო და პრიორიტეტები იცვლება. პრიორიტეტების ცვლის პროცესი ჯავახეთშიც მიმდინარეობს, რაც ხშირ შემთხვევაში რთულად შესამჩნევია.

“პოლიტიკაში ქალს რა ესაქმება”,- გენდერის მსგავსი დაყოფა ჯავახეთში პრაქტიკულად ყველგან ხდება, თუმცა ბოლო დროს აღნიშნული სტერეოტიპის ნგრევა დაიწყო. თუმცაღა, საქართველოს პარლამენტს ამ კუთხით ცვლილება არ შეხებია.

სტატისტიკის თანახმად, 90-იანი წლებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ჯავახეთში შერჩეული ყველა დეპუტატი მამაკაცი იყო.

არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში არც წელს იყო გამონაკლისი. 31 ოქტომბერს, როგორც მანამდე, კენჭის ყრის შედეგად, ჯავახეთიდან, მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მხრიდან საქართველოს პარლამენტში ორო მამაკაცი მოხვდა.

თუ რატომ ხდება საქართველოში ზოგადად ასე, IRI-ს უფროსი პროგრამული თანამშრომელი, ნინო დოლიძე საუბრობს.

ნინო დოლიძის აზრით, საქართველოში არის მოსაზრება, რომ საზოგადოება და გარემო ქალის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აღიარებს, პოლიტიკურ ასპარეზზე ქალები დიდი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან.

“მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე თუ, რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები და რა დამოკიდებულება აქვთ ქალების მონაწილეობაზე პოლიტიკაში. პოლიტიკურ პარტიებში ქალების ყოფნასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, პარტიებში დაახლოებით 30% ქალბატონია, მაგრამ როდესაც საარჩევნო სიების შედგენას იწყებენ, იქნება ეს არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში თუ ადგილობრივი არჩევნები, ქალები ამ სიებში ვეღარ ხვდებიან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი… ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ძირითადად მამაკაცები არიან, და ისინი რთავენ მათ, ვისაც მეტად ენდობიან. მათ არ აქვთ სურვილი სიებში მამაკაცებთან ერთად ქალები შეიყვანონ”,- ამბობს ნინო.

მისი აზრით, მეორე ფაქტორი არის ის, რომ ქალებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რამდენიც მამაკაცებს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც.

“მეორე ფაქტორი არის ის, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი ფული. ეს ფაქტორი ქართული პოლიტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევისას, რადგან სწორედ მდიდარ კანდიდატებს შეაქვთ დიდი თანხა, კამპანიის ნაწილს ზუსტადაც, რომ კანდიდატები აფინანსებენ. ხოლო ქალებს ასეთი თანხები არ გააჩნიათ, არც დრო და რესურსი აქვთ. აი რატომ არიან ქალები პარტიებისთვის ნაკლებად მიმზიდველები”,- ამბობს ნინო დოლიძე.

აირჩევენ თუ არა ქალ კანდიდატებს ჯავახეთში: მოსახლეობის აზრი

-თუკი იქნება კარგი დიპლომატი, პოლიტიკოსი, რატომაც არა!
-ქალებს ზოგჯერ სახლიდან გარეთ არ უშვებენ, სად დარჩა კანდიდატურის წამოყენება.
-ქალები ამ მხრივ არც ისე აქტიურები არიან.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა აქტივისტების დიალოგი

-პირადად მე ვთვლი, რომ ქალებს დრო არ აქვთ. ისე კი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუკი იქნება პროფესიონალი, ეცოდინება საქმის კეთება- დიახ, ხმას მას მივცემდი, განსხვავებას ვერ ვხედავ. მაგრამ არის ისიც, რომ ქალები ახალქალაქში გარეთ არ გამოდიან და სახლში დარჩენა ურჩევნიათ-ეს არის. თარჯიმანი, 45 წელი

-დიახ, მე ხმას მივცემდი ქალს. არ ვიცი ქალები რატომ არ მონაწილეობენ.
-ვფიქრობ, ჩვენი ახალქალაქური ტრადიციების თვალსაზრისით მიუღებელია, რომ მან მსგავს საქმეებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი მენტალიტეტი ამის საშუალებას არ გვაძლევს. პირველ რიგში ეს ოჯახის წევრებს ეხება, ძალიან ბევრს მეუღლეები სამუშაოდ არ უშვებენ, სად დარჩა კანდიდატურის წამოყენება. მაგრამ თუკი კარგი კანდიდატურა იქნება, ხმას მას მივცემდი, რატომაც არა.
-მეც მივცემდი ხმას ქალს.

დიასახლისების დიალოგი, 28-34 წელი

სომეხი ქალბატონები, დეპუტატობის უჩინარი კანდიდატები

საქართველოს სომხები საზოგადოებაში ქალების როლის პატრიარქალური თვალთახედვის გამო პოლიტიკაშიც პასიურები არიან. მიუხედავად ამისა, წელს პროპორციული სიებით 62 წამოყენებულ სომეხი ეროვნების კანდიდატების სხვადასხვა პარტიას შორის- 30 მდედრობითი სქესის არის. 30 ქალიდან პროპორციული სიების პირველ ოცეულში ვერავინ მოხვდა, რაც ამტკიცებს, რომ ქალები სიებში უბრალოდ ბუტაფორიაა.

Copy: Women in politics
Infogram

ნინო დოლიძის აზრით, საქართველოს პარლამენტში, ახალ მოწვევაში დაახლოებით 28 ქალი დეპუტატი იქნება- ეს დაახლოებით 19%-ია, აქამდე ქალი დეპუტატი უფრო ნაკლები იყო- სადღაც 16%, თუმცა მისი თქმით, ამ 16%-ში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები არ შედიოდნენ.

“ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა მონაწილეობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. მათ ჯერ ეთნიკურ უმცირესობებად აღიქვავენ, ხოლო შემდეგ კი ქალებად. მე მაჟორიტარ კანდიდატ ქალებს ჯავახეთშიც და ქვემო-ქართლშიც ვეძებდი. მხოლოდ მამაკაცი კანდიდატები იყო. რეგიონებში ძირითადად კულტურული და რელიგიური ტრადიციებია, მაგალითად, იქ სადაც კომპაქტურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. იქ ქალბატონებს არა მხოლოდ კანდიდატურის წამოყენება, არამედ ხმის მიცემაც არ შეუძლიათ. მსგავსი რამ სომხებთან იშვიათად ხდება”,- ამბობს IRI-ს უფროსი პროგრამული თანამშრომელი ნინო დოლიძე.

სიურპრიზი არჩევნების დროს

Byuleteni

წინასაარჩევნო აგიტაციის დროს მოსახლეობა და მედია თანდათან ეცნობოდა წამოყენებულ კანდიდატურებს, რადგან ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ამომრჩეველთა ყურადღებას კანდიდატების ბანერები და პოსტერები იქცევდა. ხოლო რეალობაში ისინი ინტერვიუს იძლეოდნენ და მოსახლეობას ხვდებოდნენ.

თუმცა, არჩევნების დღეს ჯავახეთის ამომრჩეველს სიურპრიზი ელოდა. მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენებში კიდევ ოთხი ადამიანი აღმოჩნდა, მათგან ორი ქალი იყო. ერთ-ერთი კანდიდატი იყო თბილისიდან, თუმცა ჯავახეთიდან იყო წამოყენებული. ელზა გრიგორიანი არჩევნებში წარადგენდა პარტიას, რომლის შესახებ რეგიონში პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. პარტიას ჰქვია “შეცვალე საქართველო”. ჩვენ შევეცადეთ პარტიასთან დაკავშირება, Facebook გვერდზე მითითებულ ნომერზე დაგვპირდნენ, რომ კანდიდატის კონტაქტებს მოგვწერდნენ, თუმცა დღემდე არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს.

მეორე კანდიდატის, დიანა არუთუნიან-ვარდანიანის ნახვა მოვახერხეთ. ის არჩევნებზე პარტია “ბეჟან გუნავას- პოლიტიკურ არჩევანს” წარმოადგენდა.

დიანა ვარდანიან-არუთუნიანი თავიდან ფიქრობდა, რომ ის პროპორციულ სიებში იქნებოდა და ბოლო კვირამდე არ ეჯერა, რომ მაჟორიტარი კანდიდატების სიაში შეიყვანეს, ფიქრობდა ეს ხუმრობა იყო.

“როდესაც წინასაარჩევნო პროცესი დაიწყო, გერმანიიდან გოგა ჟვანიამ დამირეკა და მითხრა, რომ ბეჟან გუნავა დამიკავშირდება და ყველაფერს ამიხსნის. აღმოჩნდა, რომ არჩევნებზე ახლობლების, ნათესავების ხმების შესაგროვებლად ვჭირდებოდი. მე დავთანხმდი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ მე მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნებოდი. ამის შესახებ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შევიტყვე. ამისთვის მზად არ ვიყავი და არ ვიცოდი ეს პროცესი როგორ დამეწყო, დამაინტერესა, ხმებს მოვაგროვებდი თუ არა”,- ამბობს დიანა არუთუნიანი.

დიანას აზრით, სირთულეები არის, თუმცა ყველაფრის გადალახვა შეიძლება.

“იცით რაშია სირთულე, შენ ხარ ქალი, ცხოვრებაში პირველად აგროვებ ხმებს, ხალხს ესაუბრები, ამ ხალხს იმედს აძლევ. ხალხს დღეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროება. ახლა სხვა დროა და არ აქვს მნიშვნელობა კანდიდატი ქალია თუ მამაკაცი. თუ ადამიანს მის წინ მდგომი ადამიანის ესმის, იზიარებს მის უბედურებას, ფსიქოლოგიურ დათრგუნულობას, საჭიროა მათი გაგება, მოსმენა და არა განსჯა, მაშინ ეს ხალხი იქნება შენთან, და შენ მოგცემს ხმას”,- ამბობს დიანა ვარდანიან-არუთუნიანი.

ყოველგვარი წინასაარჩევნო აგიტაციის გარეშე, ინკოგნიტოდ, დიანა ვარდანიან-არუთუნიანმა ჯავახეთში 108 ხმა მოაგროვა, ხოლო ელზა გრიგორიანს 45 ხმა მიუვიდა.

Vo vremya viborov

ფოტო გადაღებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, არჩევნების დროს

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იმის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, რომ ნინოწმინდაში ქალი მერი იქნებოდა, ხოლო ახალქალაქს ქალი დეპუტატი ეყოლებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ მწირი ნაბიჯებია, რომელიც ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედებით ხდება.

“თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ურთიერთობები თანდათანობით იცვლება, ეს პოლიტიკური პარტიების სურვილიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ იმის გამო, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს სურთ და ამას ყურადღებას აქცევენ. ამიტომ პოლიტიკური პარტიები იძულებულნი არიან ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ”,- ამბობს ნინო დოლიძე.

როგორი იქნება პოლიტიკური სიტუაცია და იქნება თუ არა მეტი ქალი-პოლიტიკური ლიდერი, როდესაც საქართველო მთლიანად გადავა პროპორციულ სისტემაზე, ისევე, როგორც პროპორციულ სიებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა, გაურკვეველი რჩება.