უკვე რამდენიმე დღეა JNEWS-ის რედაქციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები კომპენსაციასთან დაკავშირებით აკითხავენ. ხალხის ასეთი ნაკადის მიზეზი- ქალაქში და სოფლებში გავრცელებული სხვადასხვა ჭორი გახლავთ.

“მითხარით, გარეთ რას ამბობენ?”- ამ შეკითხვით, უკვე რამდენიმე დღეა JNEWS-ის რედაქციასა და სოციალურ ქსელებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მიმართავენ. მიზეზი- კომპენსაციაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის სიტუაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიისათვის შექმნა. აღნიშნული პროგრამით დახმარება იმ ადამიანებმაც მიიღეს, ვისი მონაცემებიც პირველად მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეობის სანაცვლოდ, დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა ან იმ პირებმა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში საზღვარგარეთ არ იმყოფებოდნენ.

ახალქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ კომპენსაცია ეკუთვნის ყველას, რომ 300 ლარის ოდენობის კომპენსაცია ერთჯერადი კი არა, არამედ 3 თვიანია. ბევრ მცხოვრებს დღემდე სურს კომპენსაციისათვის დარეგისტრირება, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის მიღების პირობებს არ შეესაბამებიან და რეგისტრაციის ველი დახურულია. JNEWS-ის რედაქციაში მოსახლეობას ასევე ბანკის თანამშრომლებს აგზავნიან, რათა ჟურნალისტებმა შეამოწმონ თუ არიან მოქალაქეები სწორად დარეგისტრირებული.

იმისათვის, რომ კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხები ნათელვყოთ, გაცნობებთ, რომ compensation.moh.gov.ge გვერდზე დარეგისტრირება ამჟამად შეუძლებელია, რადგან ვებ-გვერდი აღარ მუშაობს. შესაბამისად, რეგისტრაციის სისწორის შემოწმებაც შეუძლებელია. 300 ლარის კომპენსაცია “ხოფანჯისა” და თვითდასაქმებულებისათვის — ერთჯერადია. ამჟამად, მხოლოდ 17 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა მოქმედებს.

თუკი თქვენ ბანკში ანგარიში გახსენით, გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიურად ბანკი მომსახურებისათვის ანგარიშიდან 50 თეთრს ჩამოგაჭრით.