სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, 23 აგვისტოს შატილში, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვავ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკული ავტოკატასტროფის შესახებ, რომელმაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ” ,- წერს ფაშინიანი Twitter-ის გვერდზე.
შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის- მიკროავტობუსის მძღოლი. დაშავებულები თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი. ექიმების თქმით მეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.