სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის გამოსავლენად 2 932 ტესტი ჩატარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებსმსო.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 792 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 221 699 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4371 ადამიანი.