სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 164 235 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 987ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 152 600-ს აჭარბებს.