15 სექტემბრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები მოქალაქეების ზოგიერთი კატეგორიისათვის გაიხსნება.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, გუბერნიიდან სპეციალური განკარგულება ჯერჯერობით არ არის მიღებული, თუმცა ის საბავშვო ბაღების გახსნას მოქალაქეების ზოგიერთი კატეგორიისათვის აპირებს.
“საბავშვო ბაღებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გავხსნი, ასევე იმ ბავშვებისთვის, ვისი მშობლებიც შეძლებენ რეესტრიდან ცნობის მიტანას, რომ დასაქმებულნი არიან”,- კომენტარი გააკეთა ანაიდა ასატურიანმა.
ახალქალაქის სკოლამდელმა დაწესებულებებმა 256 განცხადება მიიღეს
როდის გაიხსნება ჯავახეთის საბავშვო ბაღები- ჯერჯერობით უცნობია
მისი თქმით, საბავშვო ბაღის ბავშვების კვება, შესაბამისად, იქნება საბავშვო ბაღში, დანარჩენ ბავშვებს, ვინც არ ივლის ბაღში, კვება დაურიგდებათ სახლში. სკოლამდელ დაწესებულებებში განცხადებების მიღება კვლავ გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელთაგან 3 ფუნქციონირებს ქალაქში, ხოლო დანარჩენი 9 სხვადასხვა სოფელში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წელს დარეგისტრირებულ აღმსაზრდელთა საერთო რაოდენობა 256 შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღები საქართველოში კორონავირუსის გაჩენისა და გავრცელების პრევენციის გამო ამავე წლის მარტიდან დაიკეტა.