გუშინ, 13 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბრიდან იწყებენ- ამის შესახებ საბავშვო ბაღების თბილისის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. თუმცა, ამჟამად გაურკვეველია, იმუშავებენ თუ არა სხვა საბავშვო ბაღები, მათ შორის ჯავახეთშიც.
როგორც JNEWS-ს ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდ ასატურიანმა შეატყობინა, ამჟამად საბავშვო ბაღები ბავშვების მისაღებად ემზადებიან. თუმცა, საბავშვო ბაღების გახსნის ბრძანება ჯერჯერობით არ ყოფილა.
“ჩვენ ყოველი შემთხვევისათვის, მუშაობისათვის დავიწყეთ მზადება. თერმომეტრების ყიდვის პროცესი დავიწყეთ. თუმცა, ამჟამად სამცხე-ჯავახეთის გუბერნიისგან ბრძანება და რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როდის შეძლებენ საბავშვო ბაღები ბავშვების მიღებას არ გვაქვს, რადგან ჩვეულებრივ ბრძანებას მათგან ვღებულობთ”- თქვა ანაიდ ასატურიანმა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან შეგვატყობინეს, რომ ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული საბავშვო ბაღების გახსნა, რეგიონში საბავშვო ბაღების დაწყების გადაწყვეტილება და სამუშაოს პირობები ამ დღეებში გაირკვევა. გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული, რათა საბავშვო ბაღებში ბავშვები COVID-19-ით დაავადების საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.
საბავშვო ბაღები ამავე წლის მარტში საქართველოში კორონავირუსის გაჩენისა და გავრცელების მიზეზით დაიკეტა. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყველა საბავშვო ბაღმა ბავშვებს კვების პროდუქტები 2-ჯერ დაურიგა.