გუშინდელი დღის მონაცემებით, საქართველოში სულ 300 ათასზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„გუშინ ქვეყანაში სულ ჩატარდა ექვსი ათასამდე ტესტი და ქვეყანაში სულ 300 ათასზე მეტი „პისიარ“ ტესტი არის გაკეთებული“, – განაცხადა იმნაძემ.