საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 272 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439.