სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 41 023 მიაღწია – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
შედარებისთვის, ავღნიშნავთ რომ 12 აგვისტოს, ინფიცირების 40 794 შემთხვევა იყო. შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვმა დღე-ღამის განმავლობაში 229 იმატა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 30 372-ს შეადგენს, საიდანაც დღე-ღამის განმავლობაში 511 პაციენტი განიკურნა.
ვირუსის შედეგად საერთო ჯამში, დღემდე, 809 ადამიანია გარდაცვლილი (მათ შორის 3 ბოლო 24 საათის განმავლობაში), სხვა დაავადებების მქონე პაციენტები კი, ვინც კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა 238 გახდა (მათ შორის 4 ბოლო დღე-ღემის განმავლობაში).
Covid-19-გან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 33 897 შეადგენს. მკურნალობას გადის 6079 პაციენტი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში 180 497 ტესტი ჩატარდა.