სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 764 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 417 456 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 392 გარდაიცვალა, 396 670 კი – გამოჯანმრთელდა.