საქართველოში, კორონავირუსული ინფექციის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1,264-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ამ დროისთვის, 44-ით გაიზარდა და 1,054-ს შეადგენს.
საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოიყვანილი. ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 17 პაციენტი გარდაიცვალა.
6,930 მოქალაქე იმყოფება საკარანტინო რეჟიმში, 263 საავადმყოფოში სტაციონარული დაკვირვების ქვეშ.