სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 39 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 27 642 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 328 081 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 976 ადამიანი.

ავტორი – თამთა რუხაძე