24.10.2020
ნახვები: 556 |
ავტორი: NewsRoom
დღეს, 24 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მთელს რეგიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევაა დადასტურებული: ახალქალაქი – 7, ახალციხე – 9, ადიგენი – 1, ასპინძა- 1.
სამცხე-ჯავახეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 221 ადამიანს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა- 51.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მთელს რეგიონში 729 ადამიანია თვითიზოლირებული: ახალციხეში – 488, ბორჯომში – 34, ადიგენში – 34, ასპინძაში – 77, 126 ადამიანი ახალქალაქში და 63 – ნინოწმინდაში.