მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.65 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 96.5 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 20.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს – ინდოეთი, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.