სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 224 167-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იუწყება.
ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში ვირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 4 496-ს შეადგენს. რაც შეეხება განკურნებულებს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ჯამში, 215 999 მდე გაიზარდა.