იმის შესახებ, თუ რატომ იქნა სწორედ მისი კანდიდატურა შერჩეული, რა მოლოდინებია ამ საპარლამენტო არჩებნებისგან და სხვა თამებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მალიქ რაისიანი საუბრობს.
რატომ სწორედ თქვენი კანდიდატურა?
– მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე მოსახერხებელი კანდიდატი მე ვარ. ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში ყველა საარჩვნო პროცესი კონტროლის ქვეშაა, და ყველაზე მთავარი პრინციპია, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს ყალბი, და სპეცსამსახურებთანაც არ უნდა თანამშრომლობდეს. ვინაიდან ჩემი ბიოგრაფია იცოდნენ, იცოდნენ ჩემი ბრძოლის შესახებ, გადაწყვიტეს ჩემი შერჩევა. გულწრფელად რომ ვთქვა, მინდოდა უფრო ახლაგაზრდა კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა უარის თქმის უფლებაც არ მქონდა.
საკუთარ შანსებს როგორ აფასებთ, პოლიტიკური ვითარება ხომ შეიცვალა?
– მთლიანობაში ჩვენმა პარტიამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, რადგან საქართელო მუდამ ასეთი ვერ დარჩება. საქართელოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარტია ხელისუფლებაში ორ ვადაზე მეტ ხანს რჩებოდა, თუნდაც თუ გავიხსენებთ გამსახურდიას პერიოდს, ან შევარდნაძის მართელობას, სააკაშვილს და ივანიშვილსაც. ეს ხომ ტაჯიკისტანი არ არის.
თუმცა, ასევე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარტია ხელისუფლებას უბრუნდებოდა…
– არ ყოფილა – იქნება. ჯერ არ ყოფილა მცდელობა. ანუ, ვინ უნდა დაბრუნებულიყო? გამსახურდიას თუ შევარდნაძის პარტია? მოსახლეობის მხარდაჭერა რომ ეგრძნოთ, დაბრუნებას შეეცდებოდნენ. მათგან განსხვავებით, სააკაშვილის პოლიტიკის შესახებ საქართელოში ყველამ იცის, მისი პარტიის წინააღმდეგი მე თავად ვიყავი, თუმცა ჩამოთვლილთაგან, ყველაზე სწორი და პროდუქტიული სწორედ ის იყო.
რა მოლოდინები გაქვთ, არჩევნებში ხმათა პროცენტული დაგროვების თვალსაზრისით?
– ყველა შემთხვევაში, მაქსიმალური რაოდენობის აღებაა უნდა ვეცადოთ. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, თუ რამდენი კანდიდატია. თუმცა, ვფიქრობ 7-9 ადამიანი იქნება, და მიმაჩნია, რომ მეორე ტურის საკითხიც დადგება.
ანუ, თქვენ მეორე ტურს მოელით?
– არა, არ მოველი, უბრალოდ 100%-ს თუ გავყობთ 8-9 კანდიდატზე, დავუშვათ, რომ მათ ხმების 15% დაგროვება შეუძლიათ, რადგან ვიღაც ჭკვიანია, ვიღაც სასიამოვნო, სიმპატიურია, ან ადმინისტრაციულ რესურსებს კარგად იყენებს. გასაგებია, რომ არცერთი მათგანი ჰოვანეს თუმასიანი ან ილია ჭავჭავაძე არ არის, რომ მათ მსგავსად, მოსახლეობის დიდი სიმპატიით სარგებლობდეს. ასე რომ, ვერავინ დააგროვებს 50%. მაშასადამე, ამ ადამიანებმა, ეგრეთ წოდებულმა “ოცნებამ”, ძველი გამოცდილების გამოყენება გადაწყვიტა, კერძოდ, სიჯიუტით ხმების დაგროვებას აპირებენ, თუმცა ეს ყველაფერი უარყოფითად მოუბრუნდებათ. მათ ეს არ აწყობთ.
რატომ გგონიათ, რომ ყოველთვის ოპოზიციაში ყოფნა არის საჭირო?
– მე ასე არ მგონია. მე ოპოზიციაში ყოფნას მაიძულებენ. თუ შენ მოსახლეობის წარმომადგენელი ხარ და გარკვეური რაღაცეების შეცვლა გინდა, უფრო სწორედ, რაღაცეების კი არა, არამედ სისტემის მთლიანობაში, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ჩვენი მოსახლეობის მიმართ… თუ საფუძვლიანი ცვლილებები გინდა, ოპოზიციაში უნდა იყო. უფრო მეტსაც გეტყვით. ყოველთვის ვეუბნებოდი მასახლეობას- ჩვენ არ გვაქვს უფება ხმა მივცეთ მთავრობას. ათასობით პრობლემა გვაქვს, ისეთი, როგორც განათლება, ეროვნულობის საკითხი, იდენტურობის შენარჩუნება, რელიგიური პრობლემები, სულიერი… და ვინაიდან ეს პრობლემები არ გვადგება, ჩვენ აუცილებლად ოპოზიციაში ვიქნებით.
თუ დეპუტატი გახდებით, ამ პრობლემების შესახებ ისაუბრებთ?
– რა თქმა უნდა. მე ადრეც ასე ვიქცევოდი. მათ შესახებ რომ არ მესაუბრა, მაშ არ იქნებოდა ის დამოკიდებულება, რომელსაც ახლა ჩემს მიმართ სპეცსამსახურები ავლენენ. რატომ ვიძახი, რომ მთავრობას არ უნდა მივცეთ ხმა? არჩევნების შემდეგ მმართველობა თბილისში შეიკრიბა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს 20 წლის განმავლობაში მოქმედი დეპუტატია, ან კიდევ ვიღაც სხვა, სახელებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ ადამიანს გარკვეული პრივილეგიები მიეცა, მაგალითად, ბიუჯეტის ბურღვა, უკანონო ქმედებები, ადამიანების ცემა… უფრო ადვილია იზრუნო მასზე, ვიდრე კანონმორჩილ მოსახლეობაზე, რომელიც სამართალს კონსტიტუციურად იცავს, და ეს ადამიანი მუდამ შენზე იქნება დამოკიდებული. ეს ადამიანი მოქმედებს შეშინებით, ქრთამით, ნათესავების ჩათრებით, და ასე ყველაფერს აგვარებს. შეხედავ, იტყვი, როგორი პროდუქტიურია, ამის იმედზე გადის. თუმცა თუ ოპოზიციას მისცემენ ხმას, პიროვნულობის ფაქტორი აღარ იმოქმედებს. ეგ დახატული პროცენტები ყოველ ჯერზე კლებულობს.
რასთან არის ეს დაკავშირებული?
– იმიტომ, რომ არჩევნები თანდათანობით კანონის ფარგლებში იქცევა. ადამიანები უკვე ხვდებიან, რომ შიში, ფულის დარიგება, ანუ 20-30 ლარად შვილების მომავლის გაყიდვა- აღარ არის ეფექტური. უკვე იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ ხალხი ამბობს: “ფულს ავიღებთ, მაგრამ მას ხმას არ მივცემთ”. ნინოწმინდაში ოფისი ხელშეკრულებით გავხსენით, დღეს მფლობელს დაუძახეს და უთხრეს, რომ ჩვენ უნდა გაგვყაროს. ისინი ხომ ხვდებიან, რომ ამას ასე არ დავტოვ.
ესეიგი თვენზე უკვე ზეწოლას ახდენენ?
– დიახ, ოფისის მეპატრონემ სთქვა, რომ ვეღარ მომაქირავებდა ფართს და ფულს დამიბრუნებდა. რატომ ერევიან? ეგ სპეცსამსახური იყო. სასაზღვრო რეგიონში რას საქმიანობს? ჯერ არ მსმენია, რომ ვინმე ჯაშუში დაეკავათ. რატომ ერევიან ყველაფერში? ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტით, ტენდერებით, საკრებულოს დეპუტატების არჩევითა და წარმომადგენლების დანიშვნით სრულიად უზურპირებულია. მე ვერ ვიგებ.
სააკაშვილი იმ ორმოში ჩავარდა, რომელიც 2012 წელს თავადვე ამოთხარა. როდესაც სიების მიხედვით პარტიამ წააგო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ადამიანებმა თავისი სურვილი გამოხატეს, და არ გაუკეთებიათ არჩევანი ფეოდალების ზეწოლის ქვეშ, მაშინ ის სულიერად დაეცა, რადგან სიების მიხედვით ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა. მაშინ, ის კაცურად გადადგა, მართალია მას ქვეყნიდან წასვლა ურჩიეს, მაგრამ ის მშვიდად წავიდა. ახლა იგივე სიტუაციაა. მაჟორიტარული სისტემა 30 პარტიაზე მეტს რატომ არ უნდოდა, თუმცა მოტყუებითა და დაყოლიებით, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 30 მაჟორიტარის ადგილი დარჩენილიყო. რატომ? იმიტომ, რომ ამ პირობებში, თუ სახელმწიფო დემოკრატიული გზით ვითარდება, მაჟორიტარები ასეთ განვითარებას დაბრკოლებას უქმნიან. ამიტომაც დარჩა ეს 30. პირობითად, მე იმის მომხრე ვარ, რომ მაჟორიტარული სისიტემა საქართელოში საერთოდ არ არსებობდეს.
ენის საკითხი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ახლა. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, რის გაკეთებას გეგმავთ?
– მე სახელმწიფო ენას ვფლობ. ვკითხულობ და ვწერ ქართულ ენაზე, მესმის სასაუბრო ენა. მარტივ დიალოგში ჩართვა შემიძლია. ქართული არხებისთვის რამდენჯერმე ინტერვიუ ქართულ ენაზე ჩამიწერია. ჯერ ერთი, დეპუტატებმა საკუთარი გამოცდილებიდან იციან, რომ მონაწილეობენ საკრებულოს სხდომებზე, ტენდერებში და იპირებიან სოფლის გზის მოპირკეთებას და წყლის გაყვანას. ეს დეპუტატის საქმე არ არის. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა. დეპუტატმა კანონპროექტები უნდა შეიმუშავოს. და რაც ყველაზე მთავარია, დეპუტატმა მოსახლეობის ყველაზე აქტუალური პრობლემები უნდა წამოჭრას, აღიაროს და მათი მოგვარების გზებს უნდა ადევნოს თვალი. ის თავად კი არ უნდა სთხოვდეს, ან აშანტაჟებდეს- მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.