სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა დაიწყო “საბაჟო საქმის” შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია გაგრძელდება 10 აგვისტომდე.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა დაიწყო პროგრამა “საბაჟო საქმის” შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია, ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 აგვისტო.
რეგისტრაციისთვის, არ არის საჭირო არანაირი დოკუმენტი, მხოლოდ პირადი ნომერი უნდა შეიყვანოთ. ასევე, აუცილებელია, განმცხადებელს ჰქონდეს ატესტატი. მსურველებს შეუძლიათ შევიდნენ ზემოთ მოცემულ საიტზე და დარეგისტრირდნენ. პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, სადაც აუცილებლად აგიხსნიან, თუ, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია 2 აგვისტოს გაიარა. დღეს კი, მათ დაპირებულ პროგრამაზე – “საბაჟო საქმე” მსურველთა რეგისტრაცია დაიწყეს.
ახალი პროგრამა “საბაჟო საქმის” შესწავლა უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში წარიმართება.
სტუდენტები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისწავლიან. პირველ წელს უნივერსიტეტი 14 სტუდენტის მიღებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ სწავლის მსურველი მხოლოდ 14 აბიტურიენტი იქნება, უნივერსიტეტი მათ გასაუბრების საფუძველზე მიიღებს. ხოლო 14-ზე მეტი აბიტურიენტისთვის კი, გამოცდები ჩატარდება.
რექტორის თქმით, მასწავლებლები მომავალი დამსაქმებლები იქნებიან. .
”ამ ადგილებში, როგორც ჩანს, პერსონალის დეფიციტი იქნება და ადგილობრივ მოსახლეობას დიდი შანსი აქვს. თუ სტუდენტები კარგად ისწავლიან და პრაქტიკებს ნორმალურად გაივლიან, მათ დაასაქმებენ”, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე.