საქართელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანის ვაჟი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია თბილისში დააკავეს. მას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანი “მთავარი” აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად 24 წლის ბ.ჟ.-მ ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა 22 წლის ლ.ტ.-ს მიაყენა. ინფორმაციის თანახმად თავდასხმა პირადი კონფლიქტის საფუძველზე თოფაძის სახლში მოხდა.
უწყების შესაბამისად “დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა”.
როგორც გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს აცნობა, კონფლიქტის ყველა მონაწილე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდები რესტორნიდან ბრუნდებოდნენ.
გარკვეული მონაცემების თანახმად თოფაძესთან ერთად მისი მეგობარიც იყო დაჭრილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ამჟამად არ ადასტურებს.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზურაბ ჟვანია- ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართელოს პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ეკავა ისევე, როგორც საქართელოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ის იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერთაგანი, რომელმაც 2003 წელს “ვარდების რევოლუცია” მოახდინა. ზურაბ ჟვანია 42 წლის ასაკში 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.