ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. StopCov საინფორმაციო გვერდის მონაცემების თანახმად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 168 შეადგენს.
ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებიდან 5 პაციენტი გაეწერა, COVID-19 პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში 940 ადამიანია გამოჯანმრთელებული. გარდაცვლილია 17 მოქალაქე.
საკარანტინე ზონაში 6 498 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 327 პაციენტია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.