ასპინძაში, სოფელ რუსთავში კორონავირუსით ერთი პირი დაინფიცირდა, ადგილობრივების განცხადებით, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. სოფლის შესასვლელთან დილიდან პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
„აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს“,- განაცხადა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია პაპაშვილმა.
09:50 საათის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 11 ადიგენში, ერთი კი ასპინძაში.