საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 010 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.
stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 216 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 877, „პისიარ“ ტესტით – 11 339.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 6,32%, ბოლო შვიდი დღის – 5,96%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 609 340 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 580 891 გამოჯანმრთელდა, 8 884 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 760 878 აცრა, დღიურად აცრილია 11 421.
კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 360 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 744 პირი.
ამასთან, 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი, გარდაიცვალა 27 პირი.