დღეს, 12:30 საათზე, ნინოწმინდა-სათხას გზაზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. Opel Vectra მარკის ავტომანქანა სავალ გზას აცდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი ნინოწმინდის საავადმყოფოში ხელის მოტეხილობითა და უამრავი ტრავმებით იქნა გადაყვანილი.
მანქანაში მყოფ ორი მგზავრის თქმით, მათ ვერც კი შეამჩნიეს, თუ როგორ მოხდა ყველაფერი. მხოლოდ ახსოვთ, რომ ერთმა მანქანამ მანევრი შეასრულა და მათი გასწრება სცადა, ზუსტად მაგ დროს მოხდა ავარია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამებიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს.
მასალა Nor.ge -დან