საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1143 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე stopcov.ge განახლდა.
დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 5 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 927 შეადგენს.
საზღვარგარეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 ადამიანია ჩამოყვანილი.
ახალი კორონავირუსისგან საქართველოში გარდაიცვალა 16 ადამიანი.
საკარანტინე რეჟიმში 6459 ადამიანი იმყოფება, სტაციონერული მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 პაციენტია.