საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და GIPA-ს ერთობლივი ინიციატივით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებს მხატვრული წიგნები ურიგდებათ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და GIPA-ს ერთობლივი პროგრამა “ეკვილიბრუმი” გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძისა და GIPA-ს სოფლის რაიონების განვითარების განყოფილების უფროსის ნანა კაშაკაშვილის ხელმძღვანელობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლის სკოლებში მხატვრულ წიგნებს არიგებენ.
22 ივლისს, მომდევნო წიგნები დარიგდა. ამჯერად წიგნები მიიღეს სოფელ აბულის, თახჩას და ბუზავეთის სკოლებმა. ამას წინათ წიგნები მიიღეს სოფელ აზმანამ, აფნიამ, გოგაშენმა. სკოლებში წიგნების დარიგება გასული წლიდან დაიწყო.
აქცია პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული კარანტინის გამო შეჩერდა, თუმცა, ამჟამად პროექტის რეალიზება გრძელდება.