ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობას ტესტირებას უტარებს. 15 წელზე უფროსი პირები C ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულიოზის ტესტირებას გადიან.
“ჩვენი სახელმწიფო, ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნავს და გამოყო ტესტები და ჩვენ გადმოგვცა. ჩვენი თანამშრომლები და სოფლის საავადმყოფოების ექიმები ტესტირებას ატარებენ. ჩვენ ტესტირებას მთელ რეგიონში ვატარებთ- 43 000 ადამიანი. ამჟამად ჩვენ 9500 ტესტი გვაქვს მიღებული, და დღევანდელი დღის მონაცემებით 4500 ტესტი გვაქვს ჩატარებული”,- თქვა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ავეტიკ ტონაკანიანმა.
ტესტირების შედეგად ზემო აღნიშნული დაავადებები 10 ადამიანს გამოუვლინდა, ყველაზე მეტი C ჰეპატიტის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პირები თბილისში უფასო მკურნალობას გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. არსებული ტესტების გათავების შემთხვევაში ცენტრი ახალ ნუსხას მიიღებეს.