სოფელ მაჭატიაში ერთ წელზე მეტია უბნის ექიმი არ არის. სოფლის მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ ეპიდემიის ამ რთულ პერიოდში სოფელი სამედიცინო დახმარებას ფაქტობრივად მოკლებულია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 24-ის ნაცვლად სულ 23 უბნის ექიმი მუშაობს.

მას შემდეგ, რაც ექიმი გარდაიცვალება, სოფლის მცხოვრებლებმა არ იციან დახმარებისა და რჩევისთვის ვის მიმართონ.

„სოფელში ბევრი პრობლემაა – ასფალტის დაგების საკითხი, საბავშვო ბაღის არარსებობა, რაც მთავარია, ექიმი არ გვყავს. წელიწადზე მეტია ეს ფაქტი გვაღელვებს“, – ამბობს სოფელ მაჭატიას ერთ-ერთი მცხოვრები.

მისი თქმით, ექიმი სოფელში რეგულარულად მიდიოდა და სოფლის მცხოვრებლებს ნებისმიერი შეკითხვით შეეძლოთ მისთვის მიემართათ, ბავშვების ტრადიციული აცრებიდან დაწყებული, მოზრდილებში სხვადასხვა პრობლემებამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა, სოფლის მცხოვრებლები „დაობლდნენ“.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, განსაკუთრებით ზამთარში, ექიმთან მისვლა ქალაქში ძალიან რთულია, რადგან დიდთოვლობის გამო, სოფლიდან ქალაქამდე გზა ზოგჯერ იკეტება. სასწრაფო დახმარება კი ყოველთვის დროზე არ მიდის პაციენტის სახლში. ექიმი ადგილობრივი მცხოვრები რომ ყოფილიყო, სხვა სიტუაცია იქნებოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სირანუშ ტონაკანიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად რაიონის ექიმის პოზიციაზე ვაკანსია არ არის.

«ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრგან მივმართე, მაგრამ მკაფიო პასუხი ჯერ არ მიმიღია»,-ამბობს იგი.

რამდენ ხანს დარჩებიან მაჭატიის მცხოვრებნი უბნის ექიმის გარეშე, ჯერჯერობით უცნობია.