ახალი ამბულატორიები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აშენდა, არ ფუნქციონირებს. არ მუშაობს ზოგიერთი გარემონტებულიც. საერთო ჯამში, სოფლის ამბულატორიების მშენებლობისა და გარემონტებისთვის ბიუჯეტიდან 610 000 ლარი დაიხარჯა, რომლებიც ჯერ შედეგს არ იძლევიან.
2019 წელს, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში რეგიონებში აშენდა ამბულატორიები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამბულატორია ოთხ სოფელში აშენდა, ხოლო ხუთ სოფელში კაპიტალურად გარემონტდა ძველი შენობები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახალი ამბულატორიები აშენდა სოფლებში: ზაქში, ჩამდურაში, კარტიკამსა და ღადოლარში. სოფელ ღადოლარში დაიხარჯა 84 847 ლარი, ჩამდურაში – 85 961 ლარი, კარტიკამში- 86 463 ლარი, ზაქში – 86 718 ლარი.
კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სოფლებში: ბარალეთში, დილისკაში, აზავრეთში, არაგვში, ალასტანსა და კუმურდოში.
ოთხ სოფელში ახალი ამბულატორიის ასაშენებლად 360 000 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო ექვს სოფელში სარემონტო სამუშაოებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯა – საერთო თანხამ 610 000 ლარი შეადგინა. თუმცა, ეს შენობები უკვე ორი წელია უმოქმედოა.
სოფელი კარტიკამი ერთ–ერთია იმ 4-სოფელს შორის, სადაც ამბულატორია აშენდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის ტერიტორიული ოლქიდან საკრებულოს მოადგილის გენადი ელიზბარიანის თქმით, მათ სოფელში ამბულატორია აშენდა, მაგრამ არ გაიხსნა.
“რამდენჯერმე ვკითხე, რატომ არ ხსნიან, ამბობენ, რომ ინვენტარი არ არისო, შემდეგ თქვეს, რომ მიზეზი პანდემიაა. მედდა საკუთარი სახლიდან მუშაობს”, – ამბობს გენადი ელიზბარიანი.
დეპუტატმა ეს საკითხი 29 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე კვლავ წამოაყენა, მაგრამ პასუხი, ვერც მან მიიღო და ვერც დანარჩენებმა.
ადვილი არ არის პასუხისმგებელი პირის მოძებნა ადგილზე. როგორც ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა თქვა, ახალი ამბულატორიები არ ფუნქციონირებს, ისინი არ არიან აღჭურვილნი ინვენტარით, მაგრამ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის, ამაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა Jnews–სთან საუბარში თქვა, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.
“ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სასწრაფო დახმარების სამსახურია ამით დაკავებული. მათ უნდა უზრუნველყონ ინვენტარით და მიიღონ პერსონალი. ჩვენ უბრალოდ შევასრულეთ სახელმწიფოს შეკვეთა, ავაშენეთ და გავარემონტეთ შენობები”, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა.
ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერი, ერემ ეზოიანი ამბობს, რომ ინვენტარი იგზავნება ეტაპობრივად, მაგრამ კითხვაზე, თუ, რატომ არ მუშაობს ახალი ამბულატორიები, მან თქვა:
“თბილისიდან ისინი პირდაპირ ამბულატორიებში გზავნიან, ისინი არ გვაცნობებენ, პირდაპირ მათ ურეკავენ, ხვდებიან და იღებენ, ამ პროცესში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ეს ცენტრალიზებულად კეთდება, ისინი აკონტროლებენ. შეიძლება, არც კი ვიცოდეთ ჩვენ. მაგალითად, შემთხვევით გავიგეთ, რომ სოფელ კუმურდოს მოწყობილობები
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 13 ამბულატორია მოქმედებს, ამათგან ყველა არ არის სპეციალურ ამბულატორიაში. ისინი შემდეგ სოფლებშია: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა.