ვირუსული ინფექციებისგან დამცავი პირველი მრავალჯერადი ელექტრონული პირბადის პროტოტიპმა, რომლის შექმნაზეც გამომგონებელი დავით მიზანდარი მუშაობდა, ლაბორატორიული დასკვნა მიიღო.
დავიდ მიზანდარმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ მისმა გამოგონებამ ყველა ეტაპი გაიარა- იდეა, თეორია, პრაქტიკა და ლაბორატორიული დასკვნა. მან დასკვნის ფოტო გამოაქვეყნა და ლუგარის ლაბორატორიის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პროფესიონალების ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
“კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონულ რესპირატორს გერმიციდული ნათებით ბაქტერიოციდული ეფექტი გააჩნია და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ”,- განმარტა გამომგონებელმა.
ელექტრონული პირბადე სულ რაღაც 48 საათის განმავლობაში, 3D პრინტერის საშუალებით შეიქმნა. პირბადის შემუშავებისას მიზანდარმა ჰაერის ფილტრაციისა და სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენა. საბოლოოდ მოწყობილობა ჰაერს 99,9%-ით ფილტრავს.
პირბადეს აქვს აკუმულატორი, რომელიც დატენვიდან 8-12 საათის განმავლობაში მუშაობს. სუნთქვის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის არის ფუნქცია Boost Air On, რომელიც ჰაერის საჭირო ნაკადს ადამიანის სუნთქვის რიტმიდან გამომდინარე ავტომატურად გადასცემს.
ასევე აპარატს შეუძლია ულტრაიისფერი სხივების გამოსხივება, რომლებიც სხვადასხვა საგნების სტერილიზებაში ეხმარება: ტელეფონი, საფულე და ასე შემდეგ. პირბადის გაწმენდა შეიძლება სველი ხელსახოცით, ფილტრიც ადვილი გამოსაცვლელია.
დავით მიზანდარი პროფესიით ელექტრო ინჟირენია, თუმცა მუშაობა სხვადასხვა სფეროში მოასწრო. ის არის Biletebi.ge ბილეთების გაყიდვის გვერდის თანადამფუძნებელი, პირველი 3D ქვევრის ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე Geocell-ის მობილური კავშირის მსხვილ კომპანიაში ბიზნესის განვითარების მენეჯერი იყო.