ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან სოფლებს შორის გზებს მოაპირკეთებს. ამ მიზნისათვის გამოყოფილია 100 000 ლარი.
სოფლებს შორის გზების კეთილმოწყობის ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოაცხადა. თავდაპირველი თანხა 100 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი უკვე შედგა, მოიგო კომპანია შპს «გამამ» 80 001 ლარით. ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის მაგდა ამირშადიანის თქმით, სოფლებს შორის გზას მოაპირკეთებენ, სოფლის შიგნით გზებს არ შეეხებიან.
«ეს სამუშაოები ყოველ წელს კეთდება, გზების ნაწილები გასწორდება, გასწორდება გრეიდერით და ხრეში დაიყრება»,- ამბობს მაგდა ამირშადიანი.
მოაპირკეთებენ შემდეგ მონაკვეთებს
ახალქალაქი – კარწახის მიმართულებით:
დილისკიდან პტენამდე 4,7კმ
პტენიდან ჩუნჩხამდე 3 კმ
ცენტრალური გზიდან სოფელ ჩამდურამდე 0,5 კმ
ჩამდურადან მურჯახეთამდე 1 კმ
ვაჩიანიდან ოკამამდე 2 კმ
ოკამიდან ქარცეფამდე 4 კმ
ქარცეფიდან აზმანამდე 3,5 კმ
აფნიიდან გოგაშნამდე 2,5 კმ
ცენტრალური გზიდან დადეშამდე 3,5 კმ
მიანისიანიდან ერინჯამდე, დავნიამდე, ხავეთამდე 10 კმ
ცენტრალური გზიდან პატარა კარწახამდე 2 კმ
ახალციხე-ახალქალაქი – ნინოწმინდის მიმართულებით:
კარტიკამიდან ბუზავეთამდე 3,5 კმ
კარტიკამიდან თახჩამდე 3 კმ
კარტიკამიდან აბულამდე 6 კმ
ცენტრალური გზიდან ხოსპიომდე
ცენტრალური გზიდან მარტუნიმდე 3 კმ
ცენტრალური გზიდან სოფელ ხორენიამდე 3 კმ
ბორჯომი – ბაკურიანის მიმართულებით:
იხტილადან აგანამდე 3,2 კმ
აგანადან კოჩიომდე 2 კმ
კოჩიოდან მერენიამდე 4 კმ
კოკიოდან აზავრეთამდე 3 კმ
ალასტანიდან ბეჟანომდე 4 კმ
იხტილადან პატარა სამსარამდე 6 კმ
პატარა სამსარიდან დიდ სამსარამდე 3 კმ
ცენტრალური გზიდან ზაქამდე 2 კმ
ზაქიდან ტირკნამდე 2 კმ
თირკნიდან ბალხიმდე 3 კმ
ბალხოდან ბუღაშენამდე 3 კმ
გომანიდან ოლავერდამდე 4 კმ
ხანდოდან ვარევანამდე 2 კმ
ვარევანიდან ალასტანამდე 4 კმ
ალასტანიდან კოჩიომდე 2 კმ
ცენტრალური გზიდან თოთხამამდე, კორხამდე 2,5 კმ
მაჯადიიდან ტოთხამამდე 3 კმ
ცენტრალური გზიდან ხულგუმომდე 1,5 კმ
ხულგუმოდან კულიკამამდე 2,5 კმ
კულიკამიდან კარტიკამამდე1,5 კმ
ცენტრალური გზიდან მოდეგამამდე 2,5 კმ
ცენტრალური გზიდან ღოდოლარამდე, ბურნაშეთამდე, აზავრეთამდე 3 კმ
ცენტრალური გზიდან ტურცხამდე 2 კმ
ცენტრალური გზიდან ლომატურცხამდე.