ახალქალაქის აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში ახლა ყველაზე მეტი მომხმარებელია. ბევრი ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ საშოვარზე წასული შემოსავლით ბრუნდება, სათამაშო დაწესებულებების მომხმარებელი ხდება.
ჩვენი ქალაქის «კაშკაშა ღირთშესანიშნაობები» კაზინოები და სლოტ-კლუბებია. ადაიანები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან. სათამაშო ბიზნესი იმ სტერეოტიპეპზე დაყრდნობით ვითარდება, რომ სხვა გასართობი ბიზნესი ახალქალაქში ვერ გაამართლებს.
პატარა ქალაქ ახალქალაქში 7 სათამაშო დაწესებულება ფუნქციონირებს. ზამთარში მომხმარებელთა რაოდენობა მატულობს. ეს გამოწვეიულია იმით, რომ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მამაკაცები, რომლებიც სეზონურ საშოვარზე იყვნენ გასული, ბრუნდებიან უკან.
სათამაშო დაწესებულებების ყველაზე აქტიურ პერიოდად ნოემბრის თვიდან იანვარი-თებერვლის თვეები ითვლება. სათამაშო დაწესებულებების თანამშრომელთა შეფასებით, თუ გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც «მკვდარი» სეზონია, მათ დღეში დაახლოებით 50 მომხმარებელი ჰყავთ, მაშ ამ აღნიშნული პერიოდისთვის მომხმარებელთა რაოდენობა 500 და მეტ ადამიანს აღემატება.
ახალქალაქის ერთ-ერთი აზარტული სათამაშო დაწესებულების თანამშრომლის თქმით, დღესდღეობით ყველაზე მეტი მოთამაშე არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან, ისევე როგორც შიგ ახალქლაქიდან. ადგილობრივების გარდა თურქეთიდანაც ჩამოდიან, რადგან იქ აზარტული თამაშები აკრძალულია.
ახალქალაქში თამაშების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბარი არ უყვართ. ბევრი არც კი ლაპარაკობს ამაზე, ცდილობს შეცვალოს თემა. ხოლო ის, ვინც საკუთარი ვნების შესახებ საუბარს ბედავს, გულწრფელად აღიარებს, რომ ასე გაურბის ცხოვრების ყოველდღიურობას და ასე ატარებს დროს.
თუმცაღა დაუფიქრებლად რისკზეც ბევრი წასულა და არც გაუთვალისწინებია შედეგი, რადგან სასწრაფოდ ფული ესაჭიროებოდა.
«ერთხელ 2000 ლარამდე ვალი მქონდა, ჯიბეში კი სულ 1250 ლარი მედო. კაზინოში იმის იმედით შევედი, რომ მოვიგებდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დავკარგე»,- ამბობს ადამიანი, რომელმაც აზარტული თამაშებით «გამოსცადა იღბალი» და მეორედ ამას აღარ გააკეთებს.
ახალქალაქში ერთ-ერთი კაზინოს თანამშრომელი ამბობს, რომ არის ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც აგებენ ძვირადღირებულ სამკაულებს და მანქანებს.
თვითმხილველთა თქმით, არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც რუსეთიდან დაბრუნებულები, შესულან კაზინოში და თითქმის მთელი ნამუშევარი წაუგიათ.
«ჩემი ერთი ნაცნობი, რომელიც რუსეთიდან სახლში დაბრუნდა, მეორე დღეს სათამაშო დაწესებულებაში შევიდა და თითქმის მთლიანი თანხა წააგო, რაც მაგ წელს ჰქონგა ნაშოვნი»,- ამბობს ის.
ზოგჯერ დიდი თანხის მოგების სურვილი აკვიატებაში გადაიზრდება ხოლმე და ამის შედეგად მოთამაშეები თმაშზე დამოკიდებულები ხდებიან.
«ამ ბოლოს ვნახე, თურქეთის ერთმა მოქალაქემ «ჯეკპოტის» მოგება სცადა, მაგრამ დაახლოებით 2500 ლარი წააგო და ხელცარიელი დაბრუნდა»,- თქვა თვითმხილველმა, რომელმაც საკუთარი სახელის გამხელა არ მოისურვა.
ახალქალქის ერთ-ერთი სათამაშო დაწესებულების თანამშრომლის თქმით, ზოგიერთს შეუძლია 10 000 ლარი წააგოს, მშვიდად დაემშვიდობოს საზოგადოებას და «მომავალ შეხვედრამდე» თქვას. ზოგიერთი კიდევ არც ისე დიდ თანხას აგებს, მაგრამ ძალიან ნანობს. იყო შემთხვევები, როდესაც მოთამაშეებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.
კაზინოში საკუთარი თავის კონტროლს როგორც კი დაკარგავს, მოთამაშე არა მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის ფლანგვას იწყებს, არამედ პრობლემებს უქმნის მის ახლობლებსა და ნათესავებს.
ჯონის (პირობითი სახელი) თქმით, ერთხელ მეზობელმა მას ფული მისცა, რათა მეზობლის კრედიტი გადაეხადა, მან კი სხვისი თანხა სლოტ-კლუბში წააგო. შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ჯონის ძროხის გაყიდვა მოუწია.
ის თუ რამდენად ხშირად შედიან მოთამაშეები აზარტული თამაშების დაწესებულებებში დამოკიდებულია თანხაზე, რომელიც მათ გააჩნიათ და კიდევ იმაზე თუ რამდენად ხშირად ჩამოდიან სოფლებიდან ქალაქში. აღმოჩნდა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც, როგორც კი ჩამოდიან ქალაქში, უპირველეს ყოვლისა სათამაშო დარბაზებში მიდიან.
ახალქალაქის ერთ-ერთი სათამაშო დარბაზის თანამშრომელი ყვება, რომ ხშირად სოფლიდან ჩამოდის 7-8 კაცი, აქედან ერთი არის მოთამაშე, დანარჩენები კი პირველად შედიან კაზინოში.
«საკმარისია ადამიანმა ერთხელ შემთხვევით მოიგოს, ის აზარტში შედის და იწყებს თამაშს. ახლანდელი მოთამაშეების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან ჩამოდიან, სადავ სეზონურად საშოვარზე გადის»,- ამბობს სათამაშო დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი.
ზოგი ადამიანისათვის ეს არის აზარტი, ზოგისთვის დროის ტარება, ხოლო ზოგისთვის მუდმივი კამათი, კონფლიქტი და ცრემლები…