ზაქი-ბუღაშები-მერენიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. დაახლოებით 1200 მ სიგრძის გზაზე ასფალტს დააგებენ.
ამჟამად ზაქი-ბუღაშენი-მერენიის გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულებულია.
კომპანია “არალის” წარმომადგენლის, ოთარ თათეიშვილის თქმით, ასფალტის პირველი ფენა დაგებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები საბოლოოდ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. ასფალტის საფარი სულ 1200 მ სიგრძის გზაზე დაიგება.
ტენდერის თავდაპირველი თანხა 805 000 ლარს შეადგენდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერი 767 000 ლარით მოიგო. გზის მოასფალტების უფლება ტენდერით კომპანია “არალმა” მოიპოვა. თანხის 95% სახელმწიფო, 5% კი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ ზაქი-ბუღაშენი-მერენიის გზის მოასფალტების პირველი ეტაპი 2019 წელს დასრულდა. 2019 წელს, საერთო ჯამში, მოასფალტდა 1300 მ სიგრძის გზა. ამ სამუშაოების ტენდერშიც კომპანი “არალმა” 653 000 ლარით გაიმარჯვა.