საქართველოში კორონა ვირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდძე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონა ვირუსის 995 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 857 შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ახალი კორონა ვირუსით საქართელოში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.