სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 421 592 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 560 გარდაიცვალა, 407 348 კი – გამოჯანმრთელდა.