კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა 27 შემთხვევა– ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 219, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 87, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 764, აჭარაში – 314, იმერეთში – 716. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 61, იმერეთში – 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 – თბილისში, 303 – აჭარაში, 33 – იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 237 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 2 041, იმერეთში – 2 728“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.